არქივი3 აგვისტო, 2025, 10:38
უკრაინულმა ძალებმა სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში განახორციელეს - სოჭის აეროპორტის მუშაობა დროებით შეჩერდა

უკრაინულმა ძალებმა სოჭში მდებარე ნავთობის ბაზაზე დრონებით იერიში განახორციელეს. ადგილობრივი ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადლერის რაიონში მდებარე ბაზაზე ცეცხლი ნავთობპროდუქტების შემნახველ ავზს მოეკიდა.
კრასნოდარის მხარის გუბერნატორის ინფორმაციით, ხანძრის ლიკვიდაციაში 127 მეხანძრე და 35 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.
ავიაიერიშის გამო, სოჭის აეროპორტის მუშაობა დროებით შეაჩერა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.