უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქში მდებარე დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინული მედია დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელზე, ანდრეი კოვალენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბელგოროდის ოლქში კომპანია EFKO-ს ქარხანაზე შეტევა განხორციელდა, რომელიც საჯაროდ საკვებ პროდუქტებს აწარმოებს, სინამდვილეში კი სატვირთო დრონებს ამზადებს, რომლებსაც რუსული არმია სამხედრო მიზნებისთვის იყვენებს“, - წერს კოვალენკო „ტელეგრამის“ არხზე.
ასევე, ანდრეი კოვალენკოს ცნობით, უკრაინულმა ძალებმა დრონების გამოყენებით ნოვგოროდის ოლქში რუსეთის შეიარაღებული ძალების იარაღის საწყობს დაარტყეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.