პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინულმა დრონებმა სანქტ-პეტერბურგში ნავთობბაზას დაარტყეს

სანქტ-პეტერბურგში 18 იანვრის ღამით უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცოპერაცია იყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ეს არის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ოპერაცია თანამედროვე უკრაინული საშუალებების გამოყენებით. მონაცემთა შეგროვება გრძელდება, დადასტურებულია სამიზნეებზე დარტყმები“, - განაცხადა მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების წარმომადგენელია.
კითხვაზე, პირველად შეუტიეს თუ არა უკრაინულმა დრონებმა ლენინგრადის ოლქს, წყარომ უპასუხა: „პირველად არა, მაგრამ არის განსხვავებები და მტერმა იგრძნო ისინი“.
18 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქტ-პეტერბურგში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ამასთან, „ტელეგრამ“ არხი Astra იუწყება, რომ დრონი სანქტ-პეტერბურგში, „პეტერბურგის ნავთობტერმინალის“ ტერიტორიაზე დაეცა და აფეთქდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.