არქივი7 ოქტომბერი, 2025, 12:11
უკრაინულმა დრონებმა ახალი რეკორდი დაამყარეს

სოციალური მედია:
უკრაინულმა დრონებმა ახალი რეკორდი დაამყარეს. მათ იერიში მიიტანეს ტიუმენის ნავთობქარხანაზე. ციმბირის ეს ქალაქი უკრაინიდან 2 ათას კილომეტრში მდებარეობს.
თავად რუსები ირწმუნებიან, რომ მათ იპოვეს და გააუვნებლეს 3 დრონი.
პარალელურად "როიტერისთვის" ცნობილი ხდება რომ უკრაინელი დრონების იერიშის შემდეგ რუსეთის სიდიდით მე-2 ნავთობქარხანაში გაჩერდა პირველადი გადამუშავების უმსხვილესი დანადგარი. შედეგად
ლენინგრადის ოლქში მდებარე Киришинефтеоргсинтез-ის
წარმოების სიმძლავრე 40%-ით შემცირდა. ეს ქარხანა წელიწადში 20 მლნ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს.

არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.