ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედიის ცნობით რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე მიიტანეს იერიში, დაიღუპა 3 ადამიანი

უკრაინული მედიის ცნობით რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე მიიტანეს იერიში, დაიღუპა 3 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლიაზე მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია.
„კიდევ ათი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულთაგან ცხრა საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ერთი ამბულატორიულ მკურნალობას გადის. სამწუხაროდ, შესაძლოა, დაშავებულების რიცხვი კვლავ გაიზადოს“,- აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომდგენელი ვიტალი კარაბანოვი.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონში რუსული ძალები დრონის გამოყენებით თავს დაესხნენ სასწრაფო დახმარების მანქანას, რის შედეგადაც მძღოლი და ექიმი დაშავდნენ.
„მტერი დრონის გამოყენებით დაესხა თავს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს. მძღოლს აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა და ორივე ფეხზე ნამსხვრევები აღენიშნებოდა. პარამედიკოსს ტვინის შერყევა, აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა და თავის დახურული ტრავმა აღენიშნებოდა“,- წერს უკრაინული მედია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.