ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - ფრანგმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი დააკავეს

უკრაინული მედია - ფრანგმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი დააკავეს

ფრანგმა სამხედროებმა რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ტანკერი დააკავეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა „ფრანს-პრესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ფრანგი სამხედროები საფრანგეთის დასავლეთ სანაპიროსთან მდგომ რუსეთთან დაკავშირებულ ნავთობის ტანკერ „ბორკაიას“ ბორტზე ავიდნენ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ხელისუფლებამ ბენინის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და შესაძლოა, ტანკერი ბოლო დროს დანიაში დრონებით გამოწვეულ ინციდენტებთან იყოს კავშირში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ტანკერი „ბორკაია“ „სერიოზულ დარღვევებშია“ ეჭვმიტანილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.