ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ

უკრაინელი მეღვინეები ღვინისა და კონიაკის მწარმოებელი ქართული და სომხური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, „ეკონომიჩესკაია პრავდა“ ავრცელებს.
უკრაინული გამოცემის ცნობით, კორპორაცია Ukrvinprom-ში გაერთიანებული მეღვინეები, კიევს მოუწოდებენ, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინისა და კონიაკის იმ მწარმოებლებს სანქციები დაუწესდეს, რომელთა პროდუქციაც, მათივე თქმით, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ იყიდება.
სანქციების დაწესების წინადადებით Ukrvinprom-მა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართა.
Ukrvinprom-ის გენერალურმა დირექტორმა, ვლადიმერ კუჩერენკომ განაცხადა, რომ სანქციების დაწესების შემთხვევაში საბაჟო პროდუქციას უკრაინაში არ შეუშვებს და აღნიშნა, რომ ქართული და სომხური ღვინისა და კონიაკის სრულ აკრძალვაზე საუბარი არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.