არქივი10 იანვარი, 2026, 10:39
უკრაინული მედია - რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, დრონებით თავდასხმის შემდეგ, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იწვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ბოჩაროვის ცნობით, საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი დრონის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.
„წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან“, - დაწერა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 59 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.