ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინული მედია - ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ

უკრაინული მედია - ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ

ალყაში მოქცევის საფრთხის გამო უკრაინული ქვედანაყოფები ქალაქ უგლედარიდან გავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ხორტიცაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
„ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად მიღებული დანაკარგების მიუხედავად, მტერმა უგლედარის აღების მცდელობები არ მიატოვა. ნებისმიერ ფასად ქალაქზე კონტროლის დამყარების მცდელობისას, მტერმა სარეზერვო ქვედანაყოფები ფლანგური შეტევების განსახორციელებლად გაგზავნა, რამაც უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების თავდაცვითი შესაძლებლობები ამოწურა. მტრის მოქმედებების შედეგად ქალაქის ალყაში მოქცევის საფრთხე გაჩნდა“, - აცხადებს „ხორტიცა“.
„ხორტიცა“ წერს, რომ ქვედანაყოფების გაყვანის ნებართვა უკრაინის უმაღლესმა სარდლობამ გასცა.
„პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შენარჩუნებისა და შემდგომი მოქმედებებისთვის პოზიციების დაკავების მიზნით, უმაღლესმა სარდლობამ უგლედარიდან ქვედანაყოფების გაყვანის მანევრის ჩატარების ნებართვა გასცა“, - აღნიშნავს ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „ხორტიცა“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.