ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„უკრაინის შემდეგ, ნაქები „ვეტინგის“ სისტემა დღეს უკვე მოლდოვას დაემხო თავზე“ – დავით ქართველიშვილი

„უკრაინის შემდეგ, ნაქები „ვეტინგის“ სისტემა დღეს უკვე მოლდოვას დაემხო თავზე“ – დავით ქართველიშვილი
„უკრაინის შემდეგ, ნაქები „ვეტინგის“ სისტემა დღეს უკვე მოლდოვას დაემხო თავზე“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.
დავით ქართველიშვილი იმ ხარვეზების შესახებ წერს, რაც „ვეტინგის“ სისტემასთან დაკავშირებით მოლდოვაში უკვე გამოჩნდა.
„მოლდოვას „ვეტინგის კომისიის“ წევრი, ნიდერლანდელი ჰერმან ფონ გებელი, რომელიც მოლდაველი პროკურორებისა და მოსამართლეების ეთიკურობასა და მოუსყიდველობაზე აგებდა პასუხს, კორუფციულ სკანდალში გაეხვა: 2013-დან 2018 წლამდე, ჰააგის სასამართლოს მდივნად მუშაობის პერიოდში, მან ინსტანციას 760 ათასი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენა.
მისი ხელმძღვანელობით მიმდინარე რეფორმაში რამდენიმე მილიონი იქნა ჩადებული, რომლის განხორციელებისას აუდიტორულმა შემოწმებამ არამიზნობრივი ხარჯვის არაერთი ეპიზოდი გამოავლინა. გარდა ამისა, დადგინდა რომ მოლდოვისთვის „ვეტინგის კომისისიისთვის“ წარდგენილ დოკუმენტაციაში, მან მონაცემები გააყალბა და აღნიშნულ კომისიაში მუშაობასთან ერთად, პარალელურად, სხვა უწყებაში დასაქმების ფაქტი დამალა, რაც იუსტიციის რეფორმირების რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა.
ნიდერლანდების ქალაქ დენ ბოშის სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა, რომ 2020 წლიდან დღემდე, ჰერმან ფონ გებელი მოქმედი მოსამართლის თანამდებობას იკავებს. ამ გარემოებებმა ნიდერლანდელის მიმართ, მის პროფესიონალიზმსა და საიმედოობასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები წარმოშვა. ასევე, გაჩნდა რიგი კითხვები იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ, ვინც მას მოლდოვას „ვეტინგის კომისიაში“ სამუშაოდ რეკომენდაციები გაუწიეს“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Previous: თავად თქვან, რომ საქართველოს, მისი მომავლის, ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ არ იხარჯება ეს ფული და ბოდიშს მოვუხდი – მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების ნაწილზე

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.