ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის მიმართულებაზე რუსული ელექტრონული სისტემა TIRADA-2 გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა დონეცკის მიმართულებით უახლესი რუსული ელექტრონული საბრძოლო სისტემა, TIRADA-2 გაანადგურეს. უკრაინის არმია ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებსაც ავრცელებს. მათივე ცნობით, რუსული რადიოელექტრონული კომპლექსი მე-3 ცალკეული ბრიგადის ოპერატორებმა დონეცკის მიმართულებით სადაზვერვო ოპერაციების დროს აღმოაჩინეს, ხოლო კოორდინატების დადგენის შემდეგ, ცეცხლი გაუხსნეს. ზუსტი დარტყმის შედეგად კი, კომპლექსი მთლიანად განადგურდა.
ცნობისთვის, რუსული სარაკეტო თავდაცვის კომპლექსი TIRADA-2 შექმნილია საკომუნიკაციო თანამგზავრების ჩასახშობად. რუსებმა მისი განვითარება 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულეს და უკვე 2019 წლის გაზაფხულზე კომპლექსი ოკუპირებული ლუგანსკის რეგიონის ტერიტორიაზე დაფიქსირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.