ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: კიევში აღკვეთილია ტერაქტები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (СБУ) იტყობინება, რომ კიევში ტერაქტები აღკვეთა. უკრაინის სპეცსამსახური აცხადებს, რომ მათ 9 მაისისთვის ამზადებდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დაკავებული არიან შემსრულებლები.
„СБУ-მ წინმსწრებად იმოქმედა, ტერაქტის შემსრულებლებს საქმეზე წაასწრეს. ასევე შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რაც უეჭველად ადასტურებს რუსეთის კვალს,“ განუცხადა BBC-ს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა არტემ დეხტიარენკომ.
უკრაინის სპეცსამსახურს დეტალები არ უხსენებია.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ გამოააშკარავა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ქვეყნის სხვა მაღალი რანგის ხელმძღვანელთა მკვლელობის გეგმა. უწყებამ თავდასხმების მომზადებაში რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.