უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმა განხორციელდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური(SBU) იუწყება, რომ სპეცოპერაციით ზიანი მიაყენა ქერჩის ხიდს, რომელიც რუსეთს ანექსირებულ ყირიმთან აკავშირებს.
SBU-ს ცნობით, ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. ამ დროის მანძილზე 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დანაღმეს ხიდის საყრდენები. უკრაინის მხარის თანახმად, აფეთქებას მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი არ მოჰყოლია და ხიდი ახლა ავარიულ მდგომარეობაშია.
რუსული სახელმწიფო მედიის ცნობით, სამშაბათ დილით ხიდზე მოძრაობა სამი საათის განმავლობაში შეწყდა, თუმცა შემდეგ ის კვლავ გაიხსნა.
„ღმერთს სამება უყვარს და უსაფრთხოების სამსახურს ყოველთვის ბოლომდე მიჰყავს ის, რასაც გეგმავს. ჩვენ 2022 და 2023 წლებში ყირიმის ხიდს ორჯერ დავარტყით. დღეს ეს ტრადიცია წყალქვეშ გავაგრძელეთ“, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა ოპერაციას.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს