ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 59 დრონი განადგურებულია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინას 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, 59 დრონი განადგურებულია

რუსულმა ძალებმა უკრაინას 31 იანვრის ღამეს 102 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 59 დრონი ჩამოაგდეს, 37 კი ლოკალურად დაიკარგა,
გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით შეტევა რუსეთის კურსკის, ბრიანსკის, მილეროვოს, პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიებიდან და ოკუპირებული ყირიმიდან განხორციელდა.
უპილოტო საფრენი აპარატების განადგურება დაფიქსირდა ხარკოვის, პოლტავას, სუმის, კიევის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.