უკრაინის სარდლობამ ქალაქ ავდეევკის დამცველთა დასახმარებლად ახალი ძალები გადაისროლა

უკრაინის სარდლობამ უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვა ქვედანაყოფებით ჩაანაცვლა 110-ე მექანიზებული ბრიგადა, რომელიც ქალაქ ავდეევკას იცავს რუსეთის არმიის შემოტევებისგან. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური დილის ეთერში განაცხადა ბრიგადის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ივან სეკაჩმა, რომლის თანახმა თავად 110-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადას არ აქვს რესურსი ქალაქის შესანარჩუნებლად.
“ჩვენ არ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები ქალაქის შესანარჩუნებლად, მაგრამ დახმარება მოდის და ჩვენ ჩვენი მეგობარი ქვედანაყოფების იმედი გვაქვს… 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის თითქმის ორი წლის საქმიანობის განმავლობაში, ჩვენი ზოგიერთი დანაყოფი, დასვენებისა და როტაციის მიზნით, სრულად გამოვიდა ბრძოლიდან. დამხმარებ ძალები მართლაც ჩამოვიდა. მაგრამ არ ვიტყვი, თუ რომელია ეს ქვედანაყოფები. მაგრამ ეს არის ძლიერი მხარდაჭერა, ჩვენ ცოტა მშვიდად ვიგრძენით თავი, როდესაც ისინი ჩამოვიდნენ”, – აღნიშნა სეკაჩმა.
Forbes-ის თანახმად ავდეევკის დაცვის გასაძლიერებლად კიევმა ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო ქვედანაყოფი, მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადა გადაისროლა.
უკრაინის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, რიცხოვნობით აღმატებული რუსეთის ჯარები ძალები ქალაქის მომარაგების გზების გადაჭრას და რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ავდეევკის აღებას ცდილობენ.
გერმანულ ტაბლოიდ „ბილდის“ სამხედრო კორესპონდენტ იულან რეპკეს პროგნოზით ქალაქ ავდეევკასთან დამაკავშირებელი ლოგისტიკური გეზების გადაჭრის შემდეგ, რუსეთის არმიას ქალაქის ალყაში მოქცევისა და მისი აღებისთვის რამდენიმე დღე ან კვირა დასჭირდება.
ამერიკის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის თანახმად, 10 ოქტომბრიდან რუსეთმა მოიერიშე ჯგუფების, არტილერიის და ავიაციის გამოყენებით ერთდროულად დაიწყო შეტევა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის დასავლეთზე, სამხრეთსა და ჩრდილო-დასავლეთზე. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის ცნობით თქმით, ინტენსიური დაბომბვის მიუხედავად დეკემბრიდან მოყოლებული ქალაქიდან დღეში დაახლოებით 7 ადამიანის ევაკუაცია ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება