ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთს ყირიმში გაუნადგურეს ორი სადესანტო კატერი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ დაადასტურა, რომ უეკიპაჟო კატერებით, ე.წ. საზღვაო დრონებით, Magura V5-ით ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის უბე ვუზკასთან შეუტიეს რუსეთის სამხედრო კატერებს.
უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, უკრაინული საზღვაო დრონების გაუვნებლების მიზნით, 32-ჯერ აფრინდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების საბრძოლო თვითმფრინავები და ვერტმფრენები და მოწინააღმდეგემ არტილერიაც გამოიყენა, თუმცა, მიუხედავად ამისა, უკრაინელმა სპეცრაზმელებმა საბრძოლო ამოცანა შეასრულეს და საზღვაო დრონებით გაანადგურეს რუსეთის ორი, წინასწარი მონაცემებით, სატრანსპორტო-სადესანტო კატერი „ტუნეცი“.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დეტალების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმს“ ყირიმში გაუნადგურა ორი უეკიპაჟო კატერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.