ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის სამშვიდობო სამიტის დოკუმენტის პროექტი "ყველა მხარეს" მოუწოდებს იმუშაონ სამომავლო მოლაპარაკებაზე

შვეიცარიაში, უკრაინის სამშვიდობო სამიტისთვის დამუშავებული კომუნიკეს პროექტი ამბობს, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას კონფლიქტის "ყველა მხარის წარმომადგენლები" და მისდიოს შეთანხმებებს ბირთვული უსაფრთხოების, საკვების უსაფრთხოების, ომის პატიმრების დაბრუნებისა და მოტაცებული ბავშვების დაბრუნების შესახებ.
დოკუმენტის პროექტს, რომელიც საბოლოო არ არის, რადიო თავისუფლება გაეცნო 12 ივნისს - სამი დღით ადრე მანამ, სანამ სამშვიდობო სამიტი გაიხსნება შვეიცარიის საკურორტო ქალაქ ბიურგენშტოკში.
სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან 160 სახელმწიფოსა და მთავრობის ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციები. შვეიცარია 10 ივნისს აცხადებდა, რომ მიწვევას დათანხმდა 90-ზე მეტი მონაწილე - თუმცა, ევროკავშირის დიპლომატებმა რადიო თავისუფლებას შეატყობინეს, რომ მონაწილეთა რიცხვი შემცირდა 78-მდე. წყაროებს არ დაუსახელებიათ ქვეყნები, რომლებმაც თითქოს მონაწილეობა გადაიფიქრეს - თუმცა თქვეს, რომ სია შესაძლოა კვლავ გაიზარდოს, თუკი ქვეყნები ბოლო მომენტში გადაწყვეტენ მონაწილეობას.
მონაწილეთა საბოლოო სია 14 ივნისს უნდა გამოქვეყნდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.