არქივი10 აპრილი, 2024, 07:22
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე - მინუს რუსული „კა-27“ ყირიმში - იგი რაღაცას ეძებდა, იპოვა
უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი რუსული ვერტმფრენის ჩამოგდებაზე - მინუს რუსული „კა-27“ ყირიმში - იგი რაღაცას ეძებდა, იპოვა.
უკრაინელებმა რუსული ვერტმფრენი „კა-27“ ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი, დმიტრო პლეტენჩუკი ავრცელებს.
„მინუს რუსული „კა-27“ ყირიმში. იგი რაღაცას ეძებდა. იპოვა“, - აცხადებს დმიტრო პლეტენჩუკი.
უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა 325 ვერტმფრენი დაკარგა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.