უკრაინის საელჩო 2024 წლის რუსეთის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს მასმედიას მიმართავს
საქართველოში უკრაინის საელჩო განცხადებას აქვეყნებს და 2024 წლის 17 მარტს რუსეთის ფედერაციაში არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში მედიის წარმომადგენლებს მიმართავს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი "იმიტირებულ არჩევნებში", რომელსაც მათ შორის უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამართავს, უცხოურ მედიასა და ე.წ. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას მოიწვევს. საელჩოს თქმით, ადგილზე ვიზიტი დაუშვებელია.
საელჩოში აცხადებენ, რომ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რუსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გაშუქებაში უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.