ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საგარეო უწყება - მონღოლეთი, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს

უკრაინის საგარეო უწყება - მონღოლეთი, ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვებით, ომის დანაშაულებზე მის პასუხისმგებლობას იზიარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მონღოლეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში შეშვების გადაწყვეტილების მიღებით მის მიერ ჩადენილ ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობა გაიზიარა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, გეორგი ტიხი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მონღოლეთის უარი, შეესრულებინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაკავების ორდერი, "მძიმე დარტყმაა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის და სისხლის სამართლის საერთაშორისო სისტემისთვის".
„მონღოლეთმა ბრალდებულ დამნაშავეს უფლება მისცა, მართლმსაჯულებას გაქცეოდა, რითაც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის ომის დანაშაულებზე. ვიმუშავებთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ამას ულან-ბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, - აცხადებს უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი.
ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში გუშინ ჩავიდა. მონღოლეთი რომის წესდების მხარეა, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესრულებისკენ და ვლადიმერ პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.