არქივი5 სექტემბერი, 2024, 15:55
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა გახდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრად მინისტრის პირველი მოადგილე, ანდრეი სიბიგა დანიშნა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატ იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი 258-მა დეპუტატმა დაუჭირა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ სიბიგას 2016-2021 წლებში თურქეთის რესპუბლიკაში უკრაინის ელჩის თანამდებობა ეკავა. 2021- 2024 წლებში უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძზღვანელის მოადგილე იყო, 2024 წლიდან - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.