ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სამი დღით ჩინეთს ესტუმრება რუსეთთან ომის სამშვიდობო მოწესრიგებაზე სასაუბროდ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება 23-25 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის მოწვევით. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით ორმხრივ თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებს შორის მხარეები უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის თაობაზეც იმსჯელებენ.

“განხილვის მთავარი თემა იქნება რუსეთის აგრესიის შეჩერების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი მდგრადი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში", - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გასულ კვირას, დიდ ბრიტანეთში ყოფნისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელ მსოფლიომ უნდა მოახდინოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დაარწმუნოს ის, რომ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან და განიხილოს ომის დასრულება.

"ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალით უნდა დაბრუნდეს. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია დახმარება", - განაცხადა მან და დასძინა, რომ რაც უფრო სუსტია რუსეთი ბრძოლის ველზე, მით უფრო ძლიერია უკრაინის პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 17 ივნისს განაცხადა, რომ ჩინეთი რუსეთს აწვდის ტექნოლოგიას, რაც ახანგრძლივებს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში, და მოუწოდა პეკინს, პასუხი აგოს ამ მხარდაჭერის შედეგებისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.