ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს

უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად დიდი ბრიტანეთი 286 მილიონ ევროს გამოყოფს.
ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინის საარტილერიო ჭურვებით უზრუნველსაყოფად მთელი წლის განმავლობაში 286 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
„მათ ამ ბრძოლაში გამარჯვება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლიათ და ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ იმას, რაც საჭიროა, რომ უკრაინამ გამარჯვებისთვის ბრძოლა გააგრძელოს“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.