ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა მოსკოვის რეგიონში გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვის რეგიონში [პადმასკოვიე] უკრაინის რადას ყოფილი დეპუტატი, პრორუსი ილია კივა გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას გამოცემა "მედუზას" სამთავრობო პროპაგანდისტულ РИА Новости-ზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც, თავის მხრივ, ინფორმაცია სასწრაფო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.
აქვე, მედია წერს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. რუსული მედია ვარაუდობს, რომ პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსის მკვლელობა, სავარაუდოდ, უკრაინულ სპეცსამსახურებს უკავშირდება.
"კივა მოკლეს" - დაწერა სოციალურ ქსელში პუტინის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.