არქივი8 მაისი, 2024, 13:38
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის 90 დღით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, უკრაინაში საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივებას მხარი 339-მა დეპუტატმა დაუჭირა.
უკრაინის უმაღლესი რადას მიერ დამტკიცებული განკარგულებების მიხედვით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
ჟელეზნიაკმა აღნიშნა, რომ საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გასაგრძელებლად ეს უკვე პარლამენტის მეთერთმეტე კენჭისყრა იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.