უკრაინის რადამ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ ევროპის საბჭოსთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

უმაღლესმა რადამ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინასა და ევროპის საბჭოს შორის დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სახალხო დეპუტატზე, იაროსლავ ჟელეზნიაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, გადაწყვეტილებას მხარი 323-მა დეპუტატმა დაუჭირა.
შეგახსენებთ, უკრაინამ და ევროპის საბჭომ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი 25 ივნისს მოაწერეს.
შეთანხმების თანახმად, სპეციალური ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გამოძიება ჩატარდეს იმ სახელმწიფო უმაღლესი პირების წინააღმდეგ, რომლებიც, როგორც წესი, პერსონალური იმუნიტეტებით არიან დაცული, თუმცა განაჩენების გამოტანა მხოლოდ მათ მიერ თანამდებობების დაკარგვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი თარგამაძე: საზეიმო სურათის მიღმა მძიმე რეალობაც დგას: წელს ათასობით აბიტურიენტი უმაღლეს სასწავლებელში საერთოდ ვერ მოხვდა. ხოლო მათ, ვინც სტუდენტი გახდა, სწავლა უკვე ბევრად გაუარესებულ გარემოში მოუწევთ (ვიდეო)