უკრაინის პრემიერ-მინისტრი – ევროკავშირმა უკრაინას 5.9 მილიონი ევრო გადასცა

ევროკავშირმა უკრაინას 5.9 მილიონი ევრო გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, იულია სვირიდენკო ავრცელებს.
„უკრაინამ ევროკავშირისგან 5.9 მილიარდი ევრო მიიღო – 4.1 მილიარდი ევრო ERA-ს სესხების ინიციატივის და 1.8 მილიარდი ევრო Ukraine Facility-ის პროგრამის ფარგლებში. 4.1 მილიარდი ევრო ევროკავშირის 18 მილიარდი ევროს ოდენობის ERA-ს ინიციატივის ბოლო ტრანშს წარმოადგენს, რომელიც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით არის დაფინანსებული“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი X-ზე.
მისი თქმით, „Ukraine Facility-ის ფარგლებში მიღებული 1.8 მილიარდი ევრო ადასტურებს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლას აგრძელებს“.
„აღნიშნული თანხები გადარჩენილ სიცოცხლეს, აღდგენილ ინფრასტრუქტურასა და გაძლიერებულ ეკონომიკას ნიშნავს. ეს საშუალებას გვაძლევს ჩვენი რესურსები იმისკენ მივმართოთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ჩვენი თავდაცვისკენ “, – აცხადებს იულია სვირიდენკო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – მარტში ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით კი 9.1%-ით – ეკონომიკის ზრდა პირდაპირ აისახება საშუალო ხელფასის ზრდაზე, სიღარიბის შემცირებაზე – მთავარი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი

ალექსანდრ სირსკი – რუსი ოკუპანტების დანაკარგები უკვე მეხუთე თვეა მობილიზებული პირების რაოდენობას აჭარბებს – მხოლოდ აპრილში უკრაინულმა საფრენმა აპარატებმა თითქმის 357 000 საბრძოლო მისია შეასრულეს, 160 700-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს