უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა, გენერალური შტაბის უფროსიც შეცვალოს

უკრაინის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის გარდა, გენერალური შტაბის უფროსის შეცვლასაც აპირებს. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის და სამხედრო წრეების რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს 2021 წლის ივლისიდან ხელმძღვანელობს გენერალ-ლეიტენანტი შაპტალა.
„უკრაინსკა პრავდის“ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შაპტალა და ზალუჟნი შესაძლოა, ამ კვირის შუა პერიოდში გადააყენონ.
ბოლო დღეებში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებებით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 29 იანვარს პრეზიდენტი ვალერი ზალუჟნის შეხვდა და აცნობა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიღებულია. 4 თებერვალს ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ RAI-სთან ინტერვიუში საჯაროდ პირველად დაადასტურა, რომ ფიქრობს ზალუჟნის და არა მხოლოდ მის შეცვლაზე.
თავად გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ 1 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლებრივი სისტემა გააკრიტიკა და რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის ძირითადი ამოცანები დაასახელა.
50 წლის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია 2021 წლის ივლისიდან. გენერალი, რომელმაც თავის გუნდთან ერთად შეძლო რუსეთის არმიის შეკავება და დაპყრობილი რაიონების ნაწილის დაბრუნება, უკრაინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია.
2024 წლის 24 თებერვალს ორი წელი შესრულდება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან. 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის გარდა, ამჟამად ნაწილობრივ აკონტროლებს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს