უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს მობილიზაციის შესახებ. ის ხელმოწერიდან ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს შევა ძალაში.
კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის ნაცვლად აწესებს საბაზისო სამხედრო სამსახურს ხუთი თვით მშვიდობიან დროს და სამი თვით – ომის პერიოდში. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს საბაზისო საერთო-საჯარისო მომზადებას – 2025 წლის შემდეგ ის უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამის ნაწილი იქნება.
მოქალაქეები ვალდებული იქნებიან, შექმნან წვევამდელთა ელექტრონული კაბინეტები, სამხედრო კომისარიატებს მათი გზით შეეძლებათ გაწვევის ელექტრონული უწყებების დაგზავნა. საზღვარგარეთ მცხოვრები უკრაინელები 60 დღის ვადაში უნდა დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე უკრაინაში.
სამხედრო სამსახურში შეიძლება გაიწვიონ პირები, რომლებსაც პირობით აქვთ მისჯილი თავისუფლების აღკვეთა, გარდა იმათი, ვინც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩაიდინა დანაშაული.
იმათი უფლებები, ვინც თავს აარიდებს მობილიზაციას, შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, მათ შეიძლება ჩამოართვან ავტომობილის მართვის უფლება. გაიზრდება ჯარისთვის თავის არიდებისთვის დაწესებული ჯარიმები.
11 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე, საბოლოო წაკითხვით მოიწონა მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი. დოკუმენტს ხმა მისცა 283-მა დეპუტატმა – მმართველი პარტია „ხალხის მსახურისა“ და სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა. კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ოპოზიციურმა „ევროპულმა სოლიდარობამ“ და „ბატკივშჩინამ“.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ