უკრაინის პრეზიდენტი ჯიდაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ჩავიდა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში.
გავრცელებული მოლოდინით, ზელენსკი შეხვდება სამეფოს პრინცს და პრემიერ-მინისტრს, მუჰამედ ბინ სალმანს.
ბინ სალმანი შუამავალი იყო ელ-რიადში 18 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებაში -ის და რუსეთის დელეგაციებს შორის.
11 მარტს ჯიდაში დაგეგმილია მოლაპარაკება ვაშინგტონსა და კიევს შორის. ზელენსკი ამ მოლაპარაკებაში მონაწილეობას არ აპირებს.
უკრაინის დელეგაციის სათავეშია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრი იერმაკი, მასთან ერთად მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიჰა, თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი და პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე, პაველ პალისა.
ამერიკის მხარეს შეხვედრაზე წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში ტრამპის წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი.
CNN-ს წყაროებმა დეტალების დაუკონკრეტებლად აცნობეს საუდის არაბეთში ამერიკის და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების შესახებ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ამ კვირაში არ იგეგმება მოლაპარაკების ახალი რაუნდის გამართვა საუდის არაბეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კობახიძე რატომ არ ყიდულობს ამ დაბალფასიანს? რატომ არ ჭამს ამ ფასიანს, ხომ ვარგა? ჩემი მეზობელი, მეგობარი, ნათესავი რასაც ჭამს, იმას რატომ არ ჭამს, თუ კაია? მილიონიანი მანქანა რომ ჰყავს, წამოვიდეს, ვაყიდინებ პრიუსს…