უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი - ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ ჟურნალისტს ტაკერ კარლსონს ინტერვიუს არ მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანი, სერგეი ნიკიფოროვი ავრცელებს.
„ბატონმა ტაკერ კარლსონმა რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში თავისი წყაროები უფრო ყურადღებით უნდა გადაამოწმოს. უკრაინის პრეზიდენტს სულ სხვა განრიგი აქვს, ტაკერ კარლსონი კი იქ არ არის“, - განაცხადა სერგეი ნიკიფოროვმა.
ცნობისთვის, გუშინ, ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა, რომელმაც თებერვალში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისგან ინტერვიუ აიღო, სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მალე ვოლოდიმირ ზელენსკისთან ინტერვიუს ჩაწერდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.