უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ახალი ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვია – რა უძღოდა წინ მის დაწინაურებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ახალ ხელმძღვანელად მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი დაინიშნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ზელენსკიმ, განაცხადა:
“შევხვდი კირილ ბუდანოვს და შევთავაზე მას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. ახლა უკრაინას მეტი ყურადღება სჭირდება უსაფრთხოების საკითხებზე, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების განვითარებაზე, ასევე მოლაპარაკებებში დიპლომატიურ გზაზე, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაცია, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოს ასეთი ამოცანების შესრულებას მოემსახურება. კირილს ამ სფეროებში განსაკუთრებული გამოცდილება და საკმარისი ძალა აქვს შედეგების მისაღწევად.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს დავავალე, უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობით, განაახლოს და დასამტკიცებლად წარადგინოს ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისა და განვითარების სტრატეგიული საფუძვლები და შემდგომი ნაბიჯები.”
იგი დღევანდელ დღემდე მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი იყო და ცოტა ხნის წინ, უკრაინის დაზვერვამ, წარმატებული სპეცოპერაციის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც