უკრაინის პოლიციის ცნობით, უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა ნიკოპოლის მერის მოადგილეს

დაიღუპა უკრაინის სამხრეთის ქალაქ ნიკოპოლის მერის მოადგილე, როცა მის ავტომანქანას უცნობმა პირმა გაუხსნა ცეცხლი, – Telegram-ით იტყობინება უკრაინის ეროვნული პოლიცია.
„შემთხვევის ადგილზე პოლიციამ დაადგინა, რომ ბოროტმოქმედმა გამოიყენა დაუდგენელი იარაღი, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ მიაკვლიეს 59 წლის კაცის გვამს“, – იტყობინება პოლიცია, რომელიც დაღუპულის ვინაობას არ ამხელს. უკრაინის მედია წერს, რომ მსხვერპლი არის ნიკოპოლის მერის მოადგილე ვიტალი ჟურავლიოვი.
ნიკოპოლი დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარეობს. ქალაქი ხშირად არის რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნე, რის შედეგად იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები. თუმცა ქალაქის პროკურატურა ამ მკვლელობას რუსეთის არმიის მოქმედებას არ უკავშირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?