უკრაინის პარლამენტმა წვევამდელთა დემობილიზაციის შესახებ კანონი მიიღო

23 თებერვალს უკრაინის “ვერხოვნა რადამ” მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც “სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, როგორც დეპუტატებმა განაცხადეს. როგორც რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს, კანონპროექტს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შევიდა, 319 სახალხო დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონპროექტი უკრაინის პრეზიდენტს აძლევს უფლებას, რომ თავისი განკარგულებით სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლოს ის წვევამდელები, რომელთა სამსახურის ვადა საომარი მდგომარეობის გამო განსაზღვრულ ვადებს გადასცდა.
უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ცნობით, კანონის თანახმად თადარიგში დათხოვნილი პირები არ 12 თვის განმავლობაში არ დაექვემდებარებიან სამხედრო სამსახურში გამოძახებას, თუ თავად არ ექნებათ სამსახურის გაგრძელების სურვილი.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანონპროექტი პარლამენტს 22 თებერვალს წარუდგინა და მის მიღებას „გადაუდებელი“ უწოდა.

საომარი მდგომარეობა უკრაინაში 24 თებერვალს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღეს დაწესდა. ამავე დროს, გამოცხადდა საერთო მობილიზაცია. იმ მომენტიდან, უკრაინის „ვერხოვნა რადა“ რეგულარულად ახანგრძლივებს საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის მოქმედების ვადებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით უსუფაშვილი – ქვეყანა არის სტაბილურად მძიმე ვითარებაში, როგორც ავადმყოფზე იტყვიან: „რეანიმაციულ განყოფილებაშია“ – ხალხს ექნება ჩიხიდან გამოსავალი, „ქართულ ოცნებას“ გამოსავალი არ აქვს

ირაკლი კაკაბაძე: ხაინდრავა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის სიბინძურის, მორალური დეგრადაციის, მაკიაველიზმის და უზნეობის სიმბოლოდ იქცა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ის ახლად ახერხებს იმას, რომ მომავალ თაობას შუა თითი გამოუყოს და უსირცხვილოდ დედა შეაგინოს