უკრაინის პარლამენტმა დმიტრო კულებას გათავისუფლების საკითხის განხილვა გადადო

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ინფორმაციას უკრაინის პარლამენტის წევრი იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს.
„კულებას შემთხვევაში რაღაც გეგმის მიხედვით არ წავიდა. საკითხის განხილვა შეჩერდა და შესვენება გამოცხადდა“, – თქვა მან.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით კულება ჯერ ისევ რჩება საგარეო საქმეთა მინისტრად. კულებამ უუკრაინის უმაღლეს რადას განცხადებით გადადგომის შესახებ 4 სექტემბერს მიმართა.
კულებას საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე უკრაინის უმაღლესმა რადამ თანამდებობიდან გაათავისუფლა სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი ალექსანდრე კამიშინი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლგა სტეფანიშინა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი რუსლან სტრელეცი და იუსტიციის მინისტრი დენის მალიუსკა.
თანამდებობის დატოვება სურდა უკრაინის ვიცე-პრემიერს და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრს ირინა ვერეშჩუკს, თუმცა უმაღლესმა რადამ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს