უკრაინის ომბუდსმენი: რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა

უკრაინის სახალხო დამცველის განცხადებით, რუსეთმა კიევში სამშობიაროც დაბომბა, რასაც, წინასწარი მონაცემებით, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა.
„რუსეთის კიდევ ერთი თავდასხმა კიევზე. ისევ სამედიცინო ცენტრზე. ადგილი, სადაც სიცოცხლე იბადება — სამშობიარო“ ,— წერს უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეცი სოციალურ ქსელ X-ში.
მანამდე, გავრცელდა ცნობები, რომ კიევში რუსული ჭურვი ბავშვთა საავადმყოფოს ონკოლოგიურ და რეანიმაციულ განყოფილებაში ჩამოვარდა. უკრაინის მთავრობის განცხადებით, ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი. კიევის მერი ვიტალი კლიჩკო კი ამბობდა, რომ წინასწარი მონაცემებით, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს, 8 ივლისს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას, ჯამში, 28 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც დაბომბვისას პოლონეთში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით, განაცხადა, რომ პასუხს აგებს მშვიდობიან მოქალაქეებზე მიტანილი იერიშის გამო:
„სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ტიპის 40-მდე ჭურვი დაეცა საცხოვრებელ სახლებს, სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა საავადმყოფოს. ახლა რიგითი ადამიანები და ექიმები ეხმარებიან მაშველებს ნანგრევების გაწმენდაში“, — თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ