არქივი30 დეკემბერი 2023, 09:37
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram არხზე ავრცელებს და წერს, რომ განგაში MiG-31K-ის აფრენას უკავშირდება.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.
ცნობისთვის, 29 დეკემბერს, რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა, 120 კი დაშავდა.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.