არქივი12 ივნისი, 2024, 06:11
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ქვეყნის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რუსებმა სხვადასხვა მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
უკრაინული მედიის ცნობით, კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსებმა დედაქალაქისკენ რაკეტები გაუშვეს და საჰაერო თავდაცვის ძალები თავდასხმას იგერიებენ.
"საჰაერო განგაში გრძელდება! დედაქალაქში საჰაერო თავდაცვა მოქმედებს. დარჩით თავშესაფრებში განგაშის დასრულებამდე!" - აცხადებენ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.