ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - უკრაინამ, შესაძლოა, პატიმრების 20-30%-ის მობილიზება მოახდინოს

უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - უკრაინამ, შესაძლოა, პატიმრების 20-30%-ის მობილიზება მოახდინოს

უკრაინამ, შესაძლოა, მსჯავრდებულთა 20-30%-ის მობილიზება განახორციელოს, - ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ევგენ პიკალოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს 8 300-ზე მეტი მსჯავრდებული შეუერთდა და კიდევ 1 000 განაცხადი განიხილება. თუ ამ ინიციატივის პოტენციალზე ვისაუბრებთ, ჩვენი პროგნოზით, უკრაინაში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20-30%-ს შეუძლია ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და დაიცვას სახელმწიფო“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პიკალოვის თქმით, ეს შეიძლება გახდეს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რეზერვი იმ პირობებში, როდესაც რუსული აგრესია გრძელდება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ დროისთვის უკრაინაში პატიმრობაში 37 ათასი ადამიანი იმყოფება. თუმცა, ყველა მათგანი არ არის შესაფერისი მობილიზაციისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. მაგალითად, ტერორიზმის, კორუფციისა და სექსუალური დანაშაულისთვის, ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები მობილიზაციას არ ექვემდებარებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.