ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის იერიშის შედეგად, რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა

უკრაინის იერიშის შედეგად, რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა
უკრაინის იერიშის შედეგად, რუსეთის ორენბურგის გაზის გადამამუშავებელმა ქარხანამ ყაზახეთიდან გაზის მიღება შეწყვიტა - ინფორმაციას ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ქარხანა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ორენბურგის ოლქში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე დიდია, უკრაინული დრონების სამიზნე 19 ოქტომბერს გახდა. დაბომბვის შედეგად, ქარხნის საამქროში ხანძარი გაჩნდა, რამაც „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული ობიექტი დააზიანა.
ქარხანას წელიწადში 45 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის გადამუშავების სიმძლავრე აქვს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.