ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ზალუჟნის გათავისუფლებას უარყოფს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.
"ძვირფასო ჟურნალისტებო, გპასუხობთ ყველას ერთად. არა, ეს სიმართლე არ არის". – წერს სამინისტროს ოფიციალური Telegram არხი.
29 იანვრის საღამოს უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სარდლის, ვალერი ზალუჟნის გადაყენების შესახებ.
გამოცემა Unian ყოფილ დეპუტატ ბორისლავ ბერიოზაზე (პარტია ბერიოზას ეკოპარტია) და რადას ორი წევრის, არტიომ დმიტრუკისა და ოლექსი გონჩარენკოს ნათქვამზე დაყრდნობით წერს, რომ ზალუჟნი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ჟურნალისტ რომან ციმბალიუკის ცნობით, ზალუჟნის ადგილს უკრაინის დაზვერვის მეთაური კირილო ბუდანოვი დაიკავებს.
გონჩარენკოს თქმით ზალუჟნის ერთ-ერთი ქვეყნის ელჩის თანამდებობა შესთავაზეს, რაზეც სამხედრომ უარი თქვა.
სოციალურ ქსელში ცნობილმა უკრაინელმა ჟურნალისტმა იური ბუტუსოვმა თქვა "რომ ზელენსკიმ ზალუჟნის გადადგომას ხელი უკვე მოაწერა".

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.