ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ „რამშტაინის“ მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ „რამშტაინის“ მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს, ბრიუსელში გაიმართება

უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა 4 ივნისს გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართება.
უკრაინის მოკავშირეების შეხვედრას დიდი ბრიტანეთი და გერმანია უხელმძღვანელებენ.
შეგახსენებთ, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ბოლო შეხვედრა 11 აპრილს გაიმართა, სადაც მოკავშირეებმა უკრაინის მხარდასაჭერად „ელექტრონული ომის კოალიციის“ შექმნის შესახებ გამოაცხადეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.