ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი: ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას

დონეცკის ოლქის ავდეევკადან უკრაინული ძალების გაყვანაზე კომენტარი გააკეთა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და აღნიშნა, რომ უკრაინის არმიამ ავდეევკადან გაკვეთილი მიიღო.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ მსგავსი ვითარება ფრონტის სხვა მიმართულებით არ განმეორდეს.

„ჩვენ გვჭირდება თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომ ოკუპანტმა ვერ გამოიყენოს საზენიტო რაკეტები, გვჭირდება განადგურების შორი დისტანციური საშუალებები დამპყრობლის საწყობების გასანადგურებლად, გვჭირდება საარტილერიო ჭურვები. ჩვენ ამაზე მუდმივად ვმუშაობთ. ვაშენებთ და ვამაგრებთ სიმაგრეებს. გადაწყვეტილება, ხალხის დაცვა სწორია. ჩვენ დავიბრუნებთ ავდეევკას“, - აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.