უკრაინის თავდაცვის მინისტრი ილონ მასკს მადლობას უხდის რუსეთისთვის Starlink-ის გათიშვისთვის

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა, მადლობა გადაუხადა SpaceX-ის აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს იმ ზომებისთვის, რომლებიც კორპორაციამ მიიღო, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს რუსეთის სამხედროებს Starlink-ის თანამგზავრების გამოყენების შესაძლებლობა შეზღუდოდათ.
მასკმა 31 იანვარს დაწერა, რომ SpaceX-ის მიერ რუსეთის მიერ Starlink-ის ტექნოლოგიის „არაკოორდინირებული“ გამოყენების თავიდან ასაცილებლად მიღებულმა ზომებმა „როგორც ჩანს, გაამართლა“.
მასკის სოციალურ ქსელში, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტზე საპასუხოდ, ფედოროვმა დაწერა, რომ „პირველმა ნაბიჯებმა“ მართლაც გაამართლა და რომ კიევისა და SpaceX-ის წარმომადგენლები ახლა განიხილავენ ახალ ზომებს, რათა რუსეთმა Starlink-ის ფრონტის ხაზზე გამოყენება ვერ შეძლოს. ფედოროვმა ასევე მადლობა გადაუხადა მასკს დახმარებისთვის და მას „თავისუფლების დამცველი“ და „უკრაინელი ხალხის მეგობარი“ უწოდა. მან გაიხსენა, რომ რუსეთის შეჭრის შემდეგ პირველ დღეებში მასკმა უკრაინაში Starlink-ის ტერმინალები გაგზავნა და უკრაინელ ჯარისკაცებს ქსელის უფასოდ გამოყენების უფლება მისცა გარკვეული პერიოდით.
ილონ მასკმა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი და მცირე ხნით, მისი ადმინისტრაციის თანამდებობის პირი (განაგებდა ე.წ. მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს) იყო, ბოლო წლებში არაერთხელ გააკრიტიკა როგორც უკრაინის მთავრობა, რომელსაც ადანაშაულებდა კორუფციაში, ასევე ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელობას რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მათი პოლიტიკის გამო.
თუმცა, Starlink-ი კვლავ რჩება უკრაინის სამხედრო საკომუნიკაციო სისტემის ძირითად ელემენტად. სისტემა ასევე გამოიყენება დრონებით თავდასხმების დასაგეგმად და განსახორციელებლად.
www.radiotavisupleba.ge

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია