უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა

უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველად დაიბარა რუსეთის ელჩი.

ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა უნგრეთის ახალი მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა.

“უნგრეთის მთავრობა მტკიცედ გმობს ზაკარპატიეზე რუსეთის თავდასხმას”, – განაცხადა მადიარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანიტა ორბანმა თავდასხმასთან დაკავშირებით 14 მაისს, 11:30 საათზე, რუსეთის ელჩი დაიბარა.

აღსანიშნავია, რომ ანიტა ორბანის წინამორბედს, პეტერ სიიარტოს რუსეთის მიერ უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე თავდასხმების გამო არასდროს დაუბარებია რუსეთის ელჩი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – საქართველო კი არ არის მოსწავლე, რომელსაც საშემოდგომოს აყოლებენ, „ქართული ოცნებაა“, რომელიც ცდილობს, რაიმე ფორმით ჩააბაროს – კობახიძის თავხედობა ასე მარტივად არ ჩაივლის

კახა წიქარიშვილი დიუშენის მედიკამენტებზე – რამდენიმე ფაქტორი იყო: საზოგადოების მხარდაჭერა, საპატრიარქოს გავლენა და ბიძინა ივანიშვილისადმი წერილი, არ გამოვრიცხავ, პერსონალურ ჩარევას