ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ვიცე-პრემიერი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - რთულია, მაგრამ არა კრიტიკული

უკრაინის ვიცე-პრემიერი აშშ-ის მიერ გამოცხადებულ ტარიფებზე - რთულია, მაგრამ არა კრიტიკული

უკრაინისთვის აშშ-ში საქონლის ექსპორტზე ვრცელდება ზოგადი ტარიფი - 10%. ეს არის რთული, მაგრამ არა კრიტიკული, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო სოციალურ ქსელში წერს.
„რას ნიშნავს აშშ-ის ახალი ტარიფები უკრაინისთვის? რთულია, მაგრამ არა კრიტიკული. ჩვენზე ვრცელდება ზოგადი - 10%-იანი ტარიფი. უკრაინისთვის არ არსებობს ცალკე უფრო მაღალი გადასახადი, როგორც მოლდოვას შემთხვევაში - 31%-იანი ან ევროკავშირს - 20%-იანი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
მისი მონაცემებით, 2024 წელს უკრაინის ექსპორტმა შეერთებულ შტატებში 874 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 363 მილიონი დოლარი თუჯის ექსპორტზე მოდის, 112 მილიონი აშშ დოლარი კი - მილებზე. სანაცვლოდ, უკრაინამ აშშ-დან 3.4 მილიარდი აშშ დოლარის საქონელი შეიძინა.
სვირიდენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიერ ამერიკულ საქონელზე დაწესებული ტარიფები საკმაოდ დაბალია - 10% - ავტომობილებზე და 0% - ნახშირსა და ნავთობზე.
„ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს შანსი სხვა პირობებზე შევთანხმდეთ - ამ შესაძლებლობაზე ნათლად მეტყველებს ამერიკის განცხადებები. თუ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც არის, აშშ-ს უნივერსალური ტარიფი ძირითადად მცირე მწარმოებლებს დააზარალებს. ამიტომ, ჩვენ უკვე ვმუშაობთ, რომ უკრაინისთვის უკეთესი პირობები იყოს“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.