არქივი28 ნოემბერი, 2025, 11:54
უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებენ, რომ ანდრეი ერმაკთან ჩხრეკა მიმდინარეობს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ადასტურებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ანდრეი ერმაკთან ჩხრეკას ატარებენ.
„უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს (ჩხრეკას) უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან“, - აცხადებენ უწყებებში.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ხორციელდება.
უწყებებში აცხადებენ, რომ დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.