ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო - ექვს ოლქში ენერგეტიკულ ობიექტებზე მასიური თავდასხმა მოხდა

რუსული ძალები წუხელ უკრაინის ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ობიექტებს ექვს ოლქში დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა პოლტავას, კიროვოგრადის, ზაპოროჟიეს, ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკის და ვინიცის ოლქებში. შედეგები ზუსტდება. სპეციალისტები უკვე მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად.
„ელექტროენერგიის ეკონომიური გამოყენება თითოეული ჩვენგანის წვლილია გამარჯვებაში. პასუხისმგებლობიანი მოხმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დილის და საღამოს საათებში“, - აცხადებენ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.