არქივი12 აგვისტო, 2024, 12:06
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ, ენერგეტიკის მინისტრის დახმარებით, მისი მოადგილის მიერ ორგანიზებული მასშტაბური კორუფციული სქემა გაშიფრეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებების შედეგად კიევში ნახევარ მილიონი დოლარის ოდენობის ქრთამის აღების გამო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე დააკავეს.
მედიის წყაროების ცნობით, საუბარია ალექსანდრ ხეილოზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.