უკრაინის ეკონომიკის მინისტრი – ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს

ფინანსური დახმარების გარეშე მილიონობით მოქალაქისთვის პენსიებისა და ხელფასების გაცემის გადავადება მოგვიწევს, – ამის შესახებ უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.
„თუ 2024 წლის დასაწყისში და ევროკავშირი უკრაინას ფინანსურ დახმარებას არ გაუწევენ, მაშინ საჯარო მოსამსახურეებისთვის და მილიონობით მოქალაქისთვის ხელფასებისა და პენსიების გაცემის გადავადება მოგვიწევს“, – განაცხადა იულია სვირიდენკომ.
„პარტნიორების მხარდაჭერა უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენ ეს სასწრაფოდ გვჭირდება“, – აღნიშნა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა.
კერძოდ, საუბარია 500 000 საჯარო მოხელისა და 1,4 მილიონი მასწავლებლის ხელფასის, ასევე, 10 მილიონი პენსიონერისთვის პენსიის გაცემის შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი